ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთი იმუშავებს ღაზაში ბრძოლის რაც შეიძლება სწრაფად ჩასახშობად და პალესტინის საკითხის სამართლიანი მოგვარებისთვის

არაბული და მუსლიმი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.
ოფიციალური პირები დან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დღეს პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდებიან და -ჰამასის კონფლიქტზე ისაუბრებენ.
„ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ბრძოლა და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული მარაგები ღაზას“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის თქმით, პეკინი არაბული და მუსლიმური ქვეყნების „კარგი მეგობარი და ძმაა” და რომ მისი ქვეყანა „ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ მათი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები“.
მისი მტკიცებით, ჩინეთი იმუშავებს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება მალე ჩაახშოს ბრძოლა ღაზაში, შეამსუბუქოს ჰუმანიტარული კრიზისი და ხელი შეუწყოს პალესტინის საკითხის სწრაფ, ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მოგვარებას“.