ჩინეთის საგარეო მინისტრი ნიკოლას მადუროს გასამართლებაზე – არ ვეთანხმებით, რომ რომელიმე ქვეყანას შეუძლია, მსოფლიო მოსამართლეობის პრეტენზია ჰქონდეს

არასდროს გვჯეროდა, რომ რომელიმე ქვეყანას შეუძლია იმოქმედოს, როგორც მსოფლიო პოლიციელმა და არც იმას ვეთანხმებით, რომ რომელიმე ერს შეუძლია მსოფლიო მოსამართლეობის პრეტენზია ჰქონდეს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სრულად უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.
ცნობისთვის, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც -მა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დააკავა, ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება, სადაც მას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ. დღესვე, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭო კოლუმბიის მოთხოვნით, და ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერით, შეიკრიბება, რათა ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება განიხილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ