ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი შეერთებული შტატებს აფრთხილებს, რომ ბოლო დროს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებას საფრთხეს უქმნის შეფერხებებს, რამაც შეიძლება ისინი „დაღმავალი სპირალისკენ“ დააბრუნოს, რომელიც გამოიწვევს მეტოქეობას, დაპირისპირებას და კონფლიქტსაც კი.
„ნეგატიური ფაქტორები ურთიერთობაში კვლავ იზრდება და ურთიერთობა შეფერხებების წინაშე დგება. ჩინეთის ლეგიტიმური განვითარების უფლებები დაუსაბუთებლად იქნა ჩახშობილი და ჩვენი ძირითადი ინტერესები გამოწვევების წინაშე დგას. ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა სტაბილურობით წინსვლისთვის სწორი მიმართულება უნდა დაიცვან, თუ დაღმავალ სპირალს დაუბრუნდნენ? ეს არის მთავარი კითხვა ჩვენი ორი ქვეყნის წინაშე, რომელიც ამოწმებს ჩვენს გულწრფელობას და შესაძლებლობებს“, – განაცხადა ვანგ იმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დასაწყისში და შეერთებული შტატები გააფრთხილა, არ გადააბიჯოს ჩინეთის წითელ ხაზებს ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესებთან დაკავშირებით.
„ჩვენ უნდა წარვმართოთ საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ საკითხებზე და მივაღწიოთ გამარჯვებას ყველასთვის, თუ ჩავერთოთ მეტოქეობაში, დაპირისპირებაში ან თუნდაც კონფლიქტში, რაც ყველასთვის წაგება იქნება? საერთაშორისო საზოგადოება ელოდება ჩვენს პასუხს“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ჩინეთში 24 აპრილს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის, სავარაუდოდ, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება.