ჩინეთის პრემიერ-მინისტრი – ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა

ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს , – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ლი ციანმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება.
„მადლობას გიხდით საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობისათვის. საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული პროდუქციის წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, ქართული კომპანიები გამოფენაში მონაწილეობის შედეგებს მალე იხილავენ.
ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. 2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩინეთი საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის.
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს”, – აღნიშნა ლი ციანმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ