ჩინეთის პრეზიდენტმა განსუს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სტიქიის გააქტიურების გამო მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განსუს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სტიქიის გააქტიურების გამო, მოსახლეობის დაუყონლებლივ ევაკუაციის ბრძანება გასცა.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია CCTV იტყობინება, განსუს პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 33 დაკარგულად ითვლება.
„ექსტრემალური ამინდის ხშირი შემთხვევების“ გამო, სი ძინპინმა ყველა რეგიონს უბრძანა გააძლიერონ ძალისხმევა რისკების გამოსავლენად და მათი თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადეს ტელევიზიაში.