ჩინეთის პრეზიდენტი – პლანეტის მომავალი მოითხოვს, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უფრო სტაბილური იყოს

პლანეტის მომავალი მოითხოვს, რომ ჩინეთისა და -ის ურთიერთობები უფრო სტაბილური იყოს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინმა ამერიკელ მეგობარს, სარა ლანდეს, რომელსაც პირველად 1985 წლის მაისში შეხვდა, წერილი მისწერა.
„ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე დიდი, განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებია და ამ პლანეტის მომავალი და ბედი მოითხოვს, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები უფრო სტაბილური, უკეთესი იყოს“, – ნათქვამია სი ძინპინის წერილში.
ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკელ მეგობარს ბოლოს 2023 წლის ნოემბერში, სან-ფრანცისკოში სი ძინპინისთვის გამართულ ვახშამზე შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ