ჩინეთის პრეზიდენტი მომავალ კვირაში სერბეთს და უნგრეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი 5 მაისიდან 10 მაისამდე ეწვევა საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს – იუწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი 29 აპრილს.
საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობა მყარად ინარჩუნებს გაღრმავების ტენდენციას, ორ ქვეყანას შორის არის სტრატეგიული კომუნიკაცია და პრაქტიკული თანამშრომლობა – განაცხადა სამინისტროს პრესმდივანმა.
მისივე თქმით, სი ძინპინი სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან მოლაპარაკებას გამართავს ორმხრივი ურთიერთობის და ჩინეთ-სერბეთის კავშირების გაღრმავების თაობაზე.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები