ჩინეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

ჩინეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ჩინეთის სამხედრო წვრთნებში, რომლებიც კუნძულიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობს, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალებია ჩართული.
Reuters-ის ინფორმაციით, პეკინმა ტაივანის სანაპიროსთან ახლოს ე.წ. „სადამსჯელო“ წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამი დღის წინ ტაივანის ახალმა პრეზიდენტმა ლაი ცინგ დემ მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. გამოცემის ცნობით, ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას ცინგ დემ ჩინეთს ტაივანის მიმართ ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ოფიციალური პეკინის გაღიზიანება მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა