ჩინეთის ლიდერი ამერიკაშია – რა პრობლემური საკითხების გადაჭრას აპირებს მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერი და რა გავლენა ექნება ამ მოლაპარაკებებს მსოფლიოში მიმდინარე ომებზე

ჩინეთის პრეზიდენტი უკვე შეერთებულ შტატებშია. მას, სან ფრანცისკოში განსაკუთრებულად დახვდნენ. სი ძინპინს აეროპორტში ამერიკის ფინანსთა მინისტრი, ელჩი ნიკოლას ბერნსი და კალიფორნიის გუბერნატორი ელოდებოდნენ. ბაიდენს და სი ძინპინს ერთმანეთთან კარგი პირადი ურთიერთობა აქვთ. დაწყებული იმ დროიდან, როდესაც ისინი ვიცე პრეზიდენტები იყვნენ. თუმცა ეს ურთიერთობა 2 ქვეყნის თანამშრომლობაზე დიდად არ ასახულა. ამიტომ არის განსაკუთრებული ყურადღება სან ფრანცისკოს შეხვედრის მიმართ, რადგან გაირკვევა დადგება თუ არა ძველ რელსებზე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა მრავალთვიანი დაძაბულობის შემდეგ. თუმცა, მხარეებს რეალისტური მოლოდინები აქვთ და სასწაულს არ ელოდებიან. ბაიდენი შეხვედრას წარმატებულად აღიარებს, თუ ურთიერთობები დათბება და სამხედროები ერთმანეთთან თანამშრომლობას დაიწყებენ. ინტერესებს შორის არის ისრაელის და უკრაინის საკითხებიც.
ამერიკა განსაკუთრებით არის დაინტერესებული სამხედროებს შორის ურთიერთობის აღდგენით, რადგან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ტაივანის ყურეში მათი ერთმანეთთან ახლოს ოპერირება უსაფრთხოდ ხდებოდეს. ეს ურთიერთობა გაწყდა მას შემდეგ, რაც კონგრესის ქვედა პალატის მაშინდელი სპიკერი ნენსი პელოსის ტაივანში ჩავიდა, რომელიც პეკინმა ერთი ჩინეთის პრინციპის დარღვევად და პროვოკაციად აღიქვა. ბზარი გააღრმავა ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთის ფრენამაც შეერთებული შტატების თავზე.
ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ ვიზიტის დაგეგმვის ერთთვიან პროცესში, ჩინელ კოლეგებს ტექნიკურ დეტალებზე უამრავი მოთხოვნა ჰქონდათ. გაიწერა სრული ქორეოგრაფია – თუ სად დაჯდებოდა პრეზიდენტი სი ძინ პირი, როგორი ხედი ექნებოდა ფანჯრიდან და ა.შ. რათა განარანტირებული ყოფილიყო მის მიმართ დიდი პატივისცემის გამოხატვა. შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტების შეხვედრა იქნებოდა არა სამიტის ჩატარების ადგილზე – მოსქოუნის ცენტრის რომელიმე სამუშაო ოთახში, არამედ სან ფრანცისკოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, თეთრ სახლში აკრედიტებულმა მედიამაც კი არ იცოდა, თუ სად გაიმართებოდა შეხვედრა. დაგეგმვის დროს ყვავილების განლაგების, საკვების და სასმელის დეტალებიც კი განიხილეს. ძალიან დიდი ყურადღებაა ამ პოლიტიკურ შეხვედრაზე ამერიკის მოსახლეობის მხრიდან, რაც თავის მხრივ უჩვეულოა.
სი ძინპინის ესკორტს გზაში მოქალაქეები დროშებით ხვდებოდნენ. სან ფრანცისკო ბეი არეას ძალიან დიდი ჩინური დიასპორა ჰყავს. სან ფრანცისკოს ჩაინათაუნი უძველესია ჩრდილოეთ ამერიკაში. ამიტომ გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ კალიფორნიაში ჩასულ სი ძინ პინს ასე დახვდებოდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა