ჩინეთის კომერციის სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ TikTok-ის შესაძლო აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებაზე – ჩინეთი თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს

ჩინეთი თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება ჩინეთის კომერციის სამინისტრომ -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ TikTok-ის შესაძლო აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ გაავრცელა.
„აშშ-მა საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს პატივი უნდა სცეს და უცხოური კომპანიების უსამართლო ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს. ჩინეთი თავისი ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, – განაცხადა ჩინეთის კომერციის სამინისტროს წარმომადგენელმა.
TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შოუ ზი ჩიუმ აპლიკაციის ამერიკელ მომხმარებლებს მოუწოდა, რომ თავიანთი კონსტიტუციური უფლებები დაიცვან.
„ჩვენ გვჯერა, რომ ამას ერთად დავძლევთ, დაიცავით თქვენი კონსტიტუციური უფლებები. გააგონეთ მათ თქვენი ხმა“, – აღნიშნა TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც სოციალურ ქსელს, TikTok-ს 5 თვეს აძლევს, რათა მფლობელ ჩინურ კომპანიასთან, ByteDance-თან კავშირი გაწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალება.

ასევე დაგაინტერესებთ