ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო – ს მუქარა ჩინურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ შეცდომა შეცდომაზეა – ბოლომდე ვიბრძოლებთ

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, არასოდეს მიიღებენ -ის “შანტაჟურ ბუნებას” და ტარიფების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ, – ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
უწყების შეფასებით, -ის პრეზიდენტ ს მუქარა ჩინეთის მიერ წარმოებულ საქონელზე დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ არის „შეცდომა შეცდომაზე“.
“აშშ-ის მუქარა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ესკალაციის შესახებ არის შეცდომა შეცდომაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს აშშ-ის შანტაჟურ ბუნებას. ჩინეთი ამას არასოდეს მიიღებს. თუ აშშ დაჟინებით გააგრძელებს საკუთარი გზით სვლას, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს. თუ აშშ გააძლიერებს სატარიფო ზომებს, ჩინეთი მტკიცედ მიიღებს საპირისპირო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტარიფების ყველა გეგმა უნდა გაუქმდეს და აშშ-ჩინეთის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე დამატებითი 50%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ პეკინი სამშაბათამდე უარს არ იტყვის საპასუხო ზომებთან დაკავშირებულ გეგმებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით