ჩინეთის ელჩი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა – ჩინეთი არ ერევა შიდა პოლიტიკაში

ჩინეთის რესპუბლიკის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია და ჩინეთი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა.
ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არ ეხება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას, არ ერევა შიდა პოლიტიკაში და ასე კონკრეტულ შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას პატივს. ის, რომ ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა პოლიტიკაში, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…