ჩინეთის დასავლეთ რეგიონებში პორტებსა და საავიაციო ჰაბებს გააძლიერებს – Reuters

საინფორმაციო სააგენტო Reuters -ის ცნობით, ჩინეთის ქვეყნის დასავლეთ რეგიონის გაძლიერებისთვის გეგმავს ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას, როგორიცაა პორტები და საავიაციო ჰაბები.
ხელისუფლება აპირებს საერთაშორისო საავიაციო ჰაბების განვითარებას ქალაქებში, ასევე თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნასა და მათ ინტეგრაციას პორტებთან თუ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ცენტრებთან.
ზომების მიღება ხელს შეუწყობს სარკინიგზო, საჰაერო, სამდინარო და საზღვაო ტრანსპორტის ინტეგრირებას დასავლეთ ჩინეთთან. ასევე აშენდება და გაფართოვდება რამდენიმე პორტი.
ქვეყნის დასავლეთი მხარე შესამჩნევად ჩამორჩება სანაპირო პროვინციებს, ამიტომაც, ხელისუფლება დასავლეთის რეგიონების ეკონომიკური წონის ზრდას დიდი ხანია ცდილობს. ჩინეთის დასავლეთი რეგიონები ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 2/3-ია და აერთიანებს შემდეგ რეგიონებს: სიჩუანი, ჩონკინგი, იუნანი, სინძიანი და ტიბეტი.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს