ჩინეთის ბანკები რუსეთის კლიენტებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებენ

ჩინეთის ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ს კლიენტებისთვის მომსახურების გაწევას ზღუდავს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც -მა ანტირუსული სანქციების დარღვევებს მეორადი სანქციებით დაემუქრა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, სულ მცირე ორმა მსხვილმა ჩინურმა ბანკმა რუსეთთან ბიზნესის შემოწმება დაიწყო. პირველ რიგში ტრანსსასაზღვრო ოპერაციები და რუსეთის კლიენტების დაფინანსების შემოწმება ხდება. ამ შემოწმების შედეგების მიხედვით, ბანკები იმ კლიენტთა მომსახურებას შეწყვეტენ, რომლებიც სანქციების სიაში არიან შეყვანილები. ასევე შეწყვეტენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომსახურებას იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ვალუტაში და რა იურისდიქციაში ტარდება საბანკო ოპერაციები. შემოწმება არარუსულ კომპანიებსაც შეეხება, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ბიზნესს აწარმოებენ და რუეთს სასქონელს მესამე ქვეყნების გავლით აწვდიან.

ოფიციალურად პეკინი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ამასთანავე, ამ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ჩინეთის ბანკებმა რუსეთის იმ კლიენტებთან საქმიანობა შეამცირეს, რომლებსაც სანქციები შეეხოთ. საზღვარგარეთ შეწყვიტა მუშაობა ჩინური საგადამხდელო სისტემის, Union Pay-ის ბარათებმა, რომლებიც სანქციების ქვეშ მოხვედრილმა რუსულმა ბანკებმა გამოუშვეს. 2023 წლის ზაფხულიდან Bank of China-ს მეშვეობით რუსული კომპანიები იუანებში აშშ-სა და ევროპაში თანხებს ვეღარ რიცხავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა

მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე, კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე – ირაკლი კობახიძე