ჩინეთიდან და ინდოეთიდან დიდი სისწრაფით იზრდება ტურისტული ნაკადები – “კა ჯგუფი”

“კა ჯგუფის” დამფუძნებელი, ირაკლი ჭიღლაძე BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” სტუმარმასპინძლობის სექტორს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან კარგად განვითარდა სექტორი.
მისივე თქმით, ჩინეთიდან და ინდოეთიდან დიდი სისწრაფით იზრდება ტურისტული ნაკადები.
“რა თქმა უნდა გვინდა, რომ გვყავდეს ბევრი ევროპელი დამსვენებელი, რომელთანაც Cross selling და Up selling გვაქვს, თუმცა სერვისულად რამდენად ვახერხებთ, ეს დიდი გამოწვევაა. შესაბამისად, 2022 წელს, სამიზნე აუდიტორია GCC (გალფის) ქვეყნები იყო და ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან რესურსები ამისკენ დაიხარჯა. ამასთან, კერძო ბიზნესებიც ვცდილობდით, რომ სხვადასხვა შეხვედრებსა და გამოფენებზე გვევლო, როგორც ტურისტულ გამოფენებზე, ისე B2B შეხვედრებზე.
2023 წლიდან, ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრებზე დავიწყეთ აქცენტირება, რაც მიმდინარე წელზე კარგ რიცხვებში აისახა. ჩინეთიდან და ინდოეთიდან დიდი სისწრაფით იზრდება ტურისტული ნაკადები. რაც ძალიან კარგია”,- აცხადებს ჭიღლაძე.