ჩინეთიდან ბლოკ–მატარებელი უკვე აზერბაიჯანშია და საქართველოს გავლით ევროპაში უმოკლეს ვადებში ჩავა

ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო უწყებებს შორის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად პირველი ბლოკ–მატარებელი ჩინეთიდან აზერბაიჯანამდე უმოკლეს ვადებში ჩავიდა, რომელიც საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში შევა.
ზემოხსენებული ქვეყნების სარკინიგზო უწყებებს შორის შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად მნიშვნელოვანი წინსვლაა ფასწარმოქმნის გამჭვირვალობაში, ტვირთების მიწოდების ვადების ოპტიმიზაციასა და სანავიგაციო სისტემის მეშვეობით გზაში ტვირთების მეთვალყურეობის მიმართულებებით.
აღნიშნული ბლოკ–მატარებელი ჩინეთიდან 2023 წლის 30 დეკემბერს დაიძრა და აზერბაიჯანში 11 იანვარს შევიდა. აზერბაიჯანული მედია სარკინიგზო უწყებაზე დაყრდნობის წერს, რომ ჩინეთიდან ბაქომდე ბლოკ–მატარებლის 11 დღეში ჩასვლა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანობას უსვამს ხაზს.
57 ვაგონისგან შემდგარ ბლოკ–მატარებელს ძირითადად ელექტრომობილები, სამშენებლო მასალები, სხვადასხვა ზომის მილები და სხვა პროდუქცია გადააქვს.
gbc.ge