ჩინეთიდან ამანათების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა – SpaceCargo

ჩინეთიდან ამანათების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა – SpaceCargo
იმპორტის მიმართულებით წელსაც ჩინეთი ლიდერობს, წინა წელთან შედარებით მივიღეთ და დავამუშავეთ 56%-ით მეტი ამანათი, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ლოგისტიკური კომპანია SpaceCargo-ს სატვირთო მენეჯერმა თინათინ კობერიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში განსაკუთრებით მაღალია ელექტრონული პროდუქციის ტვირთბრუნვა, რაც საჰაერო გადაზიდვის კუთხით თვის განმავლობაში 80 ტონას შეადგენს.
“ჩვენი ძირითადი მიმართულებაა საჰაერო გადაზიდვები, მომსახურების არეალი მოიცავს მრავალფეროვანი პროდუქციის ტრანსპორტირებას, როგორიც არის: ელექტრონული კომერცია, ძვირფასი ნივთები, საკურიერო ამანათები, ცოცხალი ცხოველები და ფრინველები, მალფუჭებადი ტვირთები, ცოცხალი ყვავილები, დიპლომატიური ფოსტები, ბიოლოგიური სუბსტანციები, მედიკამენტები და სხვა”, – აცხადებს თინათინ კობერიძე.
SpaceCargo-ს სატვირთო მენეჯერი აღნიშნავს, რომ გარდა იმპორტისა, კომპანიისთვის ადგილობრივი ექსპორტის განვითარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
თინათინ კობერიძის თქმით, წლიდან წლამდე იზრდება საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება გალფის ქვეყნებში.
“აღსანიშნავია რომ ამ სეზონზე პირველად გაიგზავნა ქართული მოცვი ინდოეთში პირდაპირი სამგზავრო რეისით. ზაფხულის სეზონზე მაღალია მომართვიანობა ქართული კომპანიებისგან სეზონური ხილის(მოცვი, ატამი) ექსპორტზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან შინაური ცხოველებისა და პირადი ნივთების რელოკაციისთვის”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, SpaceCargo წარმოადგენს საერთაშორისო გადამზიდ კომპანიას, რომელიც საქართველოში 2018 წელს დაარსდა. კომპანია ოპერირებს საცალო მიმართულებით 7 ქვეყანაში, ხოლო კორპორატიული მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით. საცალო მიმართულებით SpaceCargo წარმოდგენილია 7 ქვეყანაში – თურქეთი, საბერძნეთი, ემირატები (დუბაი), ჰონგ კონგი, , დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი.
აღსანიშნავია რომ ამა წლის მაისიდან კომპანია ფლობს საკუთარ საწყობს აშშ-ში: დელავერის შტატში, ქალაქ ვილმინგტონში. გარდა ამისა, SpaceCargo WCA-ის ალიანსის წევრია, რომელიც წარმოდგენილია 197 ქვეყანაში და მასში გაწევრიანებულია 12 ათასზე მეტი ლოგისტიკური კომპანია. ამასთან, კომპანია არის ცხოველების ტრანსპორტირების საერთაშორისო ასოციაციის IPATA-ს, სამხრეთ ამერიკული ქსელების GKF-ისა და TWIG-ის წევრი და ასევე, ამანათების მსოფლიო ალიანსის თანადამფუძნებელი (WPA).
SpaceCargo-ს საქართველოში 7 ფილიალი აქვს (თბილისი, ქუთაისი, და ახალციხე). კომპანიაში ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ SpaceCargo “ფლაიდუბაის”, “გალფის” და “ინდიგოს” ავიახაზების წარმომადგენელია საქართველოში და ასევე “ლუფთანზას”, თურქეთის და სხვა ავიახაზების გაყიდვების აგენტი.
bp.ge