ჩინეთთან პროგრესს მივაღწიეთ მათ შორის ვაჭრობაზე, „ფენტანილზე“, „ტიკტოკთან“ დაკავშირებით შეთანხმების დამტკიცებაზე – ტრამპი

-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი კვლავ გაიმართება.
„ახლახან დავასრულე ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინისთან. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ვაჭრობაზე, „ფენტანილზე“, რუსეთსა და ს შორის ომის დასრულების აუცილებლობასა და „ტიკტოკის“ შეთანხმების დამტკიცებაზე. ასევე შევთანხმდით პრეზიდენტ სი ძინპინისთან, რომ ჩვენ შევხვდებოდით სამხრეთ კორეაში, „აპეკის“ სამიტზე და მომავალი წლის დასაწყისში ჩინეთში ჩავალ, პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე შესაბამის დროს შეერთებულ შტატებში ჩამოვა“, – წერს სოციალურ ქსელში.