“ჩინეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა გაიზრდება” – Winery Chaduna

ყვარელში მდებარე საოჯახო ბიზნესი „მეღვინეობა ჩადუნა“, რომელსაც ღვინო ექსპორტზე ჩინეთში გააქვს, ამ ბაზრიდან მოთხოვნილების ზრდას ელის.
მეღვინეობის დამფუძნებელი, გიორგი შიუკაშვილი BM.GE – სთან აცხადებს, რომ ჩინეთში ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. ადგილზე კომპანიას პარტნიორი ჰყავს, რომელიც „მეღვინეობა ჩადუნას“ ღვინის მაღაზიებში ყიდის. ამ მიმართულებით 3 000 ბოთლი ღვინო უკვე გაიტანეს და მათი მხრიდან დადებითი შეფასებაც მიიღეს.
„ჩინეთის ბაზარზე ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩინეთში დაახლოებით 3000 ბოთლამდე ღვინო გავიტანეთ. ფასი დაახლოებით 15-18 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩვენი პროდუქცია ძალიან მოეწონათ, ძალიან კარგად იყიდება.
დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოში ღვინის მეტი წილი გაიყიდოს, თუმცა ჩინეთთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა გაიზრდება“, – ამბობს მეღვინემ.
გიორგი შიუკაშვილის ინფორმაციით, ახალ საექსპორტო ბაზრებთან მოლაპარაკებები ჯერ არ აქვთ. თუმცა მეღვინის ცნობით, ისინი ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობის მიღებას გეგმავს, რათა ახალი ბაზრები მოიძიონ.
ინფორმაციისთვის, “მეღვინეობა ჩადუნას” მარნის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, ღვინის წარმოებაც დაიწყო. საწყის ეტაპზე, მარანში 100 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მოგვიანებით მეღვინეობამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 30000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, რითაც საჭირო ტექნიკა უზრუნველყო. კომპანია წელიწადში 10000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს, თუმცა მომავალ წელს, წარმოების დაახლოებით 30%-იან ზრდას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ