ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება აშშ-ის და EU-ს ალტერნატივა არაა – ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ს განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება -სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა არ არის.
ივანიშვილის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის წლების მანძილზე პირადად ქმნიდა საფუძველს.
„საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე ვქმნიდით საფუძველს.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული განვითარების დასადასტურებლად 9 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნას დაემთხვა. მეოთხე ვადით ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი „ქართული ოცნება“ პროჩინური ორიენტაციის პროპაგანდას ააქტიურებს და ჩინეთს დემოკრატიული პარტნიორების ალტერნატივად წარმოაჩენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ – მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

თინა ბოკუჩავა – ჩვენი გაერთიანება არის გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების