ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა – დოკუმენტი ითვალისწინებს დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას

ჩინეთსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავების კუთხით ხელშეკრულება გაფორმდა.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დოკუმენტი ასევე, ითვალისწინებს დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ფარგლებში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჰუაი ძინფენგმა მოაწერეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავების კუთხით.
ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების გარდა, თანამშრომლობის გაფართოება შეეხება ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებებსაც.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად