სერია A-ს მეორე ტურში „ბოლონიასთან“ მოგებულ მატჩში (3:0) „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
„კვარას“ თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 9.8, sofascore 9.2, flashscore 8.9.