ჩიბურდანიძე: ქალს დაფასება სჭირდება და არა განფასება რიგითობის მიხედვით

„ნამდვილად სირცხვილია 21-ე საუკუნეში ქალების კვოტირებაზე საუბარი, ასეთ შეურაცხყოფას საუკუნის წინაც კი არ აყენებდნენ ქალებს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, მაშინ, როცა ლამისაა დედამიწა სხვა პლანეტაზე აიტანონ, საქართველოში ქალთა კვოტირებაზე საუბრობენ.
„ესეც მიზანმიმართულად შემოგდებული თემაა, რომ ქალების სეგმენტი მათი გახადონ,“ – წერს ჩიბურდანიძე.
„თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ქალების კვოტირების ერთადერთი მიზეზის გამო – ეს იყო ქალების შეურაცხყოფა. გამოდის, რომ ქალებს სხვა უნარი არ შესწევთ, გარდა იმისა, რომ ქალია და ეს უნდა იყოს სავალდებულო ფაქტორი? რატომ ჰგონიათ, რომ ქალებს მამაკაცებზე ნაკლები გონებრივი შესაძლებლობები აქვს? გადახედეთ მეცნიერთა სიას, რამდენ სფეროში ლიდერობენ ქალები? და ამ ქალბატონებს რომ ეტყვი, სიაში იმიტომ შეგვყავხართ, რომ ქალი ხართო, არ არის შეურაცხყოფა? გინდათ სხვა სფეროს წარმომადგენლები აიღეთ. ნამდვილად სირცხვილია 21-ე საუკუნეში ქალების კვოტირებაზე საუბარი, ასეთ შეურაცხყოფას საუკუნის წინაც კი არ აყენებდნენ ქალებს.
მე-20 საუკუნის შუა ხანებამდეც კი ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში ქალებს მეუღლეების და ოჯახის უფროსი მამაკაცების წერილობითი თანხმობის გარეშე, სამსახურში არ იღებდნენ. ასეთი რამ საქართველოში არ ხდებოდა.
სირცხვილია, ლამისაა დედამიწა სხვა პლანეტაზე აიტანონ და ჩვენ კიდევ ქალთა კვოტირებაზე გვესაუბრებიან. ესეც მიზანმიმართულად შემოგდებული თემაა, რომ ქალების სეგმენტი მათი გახადონ, რომ მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველო ჩამორჩენილი ქვეყანაა, ამაზე მილიონიანი გრანტები გამოყონ და მერე საკუთარი მიზნებისთვის ხარჯონ ჩვენს ქვეყანაში. ქალს დაფასება სჭირდება და არა განფასება რიგითობის მიხედვით. ხალხის რჩეული უნდა იყოს ხალხზე და ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი და არა სქესის მიხედვით შერჩეული პირი,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს