“ჩვეულებრივი სპეკულაციებია” – ღარიბაშვილი კითხვაზე, რატომ არ ახსენა კობახიძე თავის სიტყვაში

ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტიდან უკვე გადამდგარი “ჩვეულებრივ სპეკულაციას” უწოდებს კითხვას, რატომ არ ახსენა თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ირაკლი .
“ჩვეულებრივი სპეკულაციებია… ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში მე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, რომ ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერი და თანამებრძოლია. შესაბამისად, მე მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ნუ ეძებთ რაღაც სპეკულაციებს და აქ არავითარი საფუძელი არ არსებობს”, – თქვა მან.
მისივე თქმით, როცა ის პრემიერი იყო, ხოლო კობახიძე პარტიის თავმჯდომარე, “ჰარმონიული ურთიერთობა” ჰქონდათ.
იყო პარტიის თავმჯდომარე, როცა მე გავხდი პრემიერმინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერც ერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე გვქონდა ან შეუთავსებლობა, ან შეუთანხმებლობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მანამდე ღარიბაშვილმა ისაუბრა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.