“ჩვეულებრივი სიბინძურეა” – კალაძე დანიის ელჩის მიერ ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებაზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, სიბინძურეს უწოდებს საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებას, რომელმაც მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ოლიგარქად მოიხსენია.
“ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.
ანე ტოფტ სორენსენმა, დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ. ტექსტში ის ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს.
“პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, დააარსა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში 90-იან წლებში დააგროვა. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს, განუწყვეტლივ ბოიკოტის რეჟიმშია პარლამენტში და მთავრობას ადანაშაულებს სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში. ს მიერ ში შეჭრის შემდეგ, საქართველო უკრაინამაც და ევროკავშირმაც რუსეთისადმი მეგობრული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. საქართველომ არ აღკვეთა ფრენების აღდგენა რუსეთთან, არ დააკისრა სანქციები რუსეთს, არამედ პირიქით, გააღრმავა მასთან სავაჭრო ურთიერთობა. ესაა პოლიტიკა, რომელიც გააკრიტიკეს, როგორც “შეუსაბამო” ევროპული მისწრაფების მქონე ქვეყნისთვის. სადაც მოსახლეობის თითქმის 90% ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობდა მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი წარადგინა. იგივე კანონი რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ჩასახშობად გამოიყენება”, – წერს ანე ტოფტ სორენსენი.
ელჩის მოსაზრებას, დეტალურად გაეცანით შემდეგ ბმულზე:
· დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – ამ ეტაპზე ხელისუფლების არც ქმედება და არც რიტორიკა არ მაფიქრებინებს, რომ ისინი აშშ-სთან ვითარების განმუხტვასა და გამოსწორებაზე ზრუნავენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი გველის