„ჩვეულებრივი რობოტი გავხდი… საკუთარ თავზე წარმოდგენა სრულად დავკარგე…” – ბრიტნი სპირსი ავტობიოგრაფიულ წიგნში ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს – Marao
მას შემდეგ, რაც პოპვარსკვლავი სასამართლომ მამის 13-წლიანი მეურვეობისგან გაათავისუფლა, ბრიტნის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის უფლების მოსაპოვებლად რამდენიმე გამომცემლობა იბრძოდა. საბოლოოდ, ეს უფლება Simon & Schuster-ის შვილობილმა კომპანია Gallery Books-მა მოიპოვა. ცოტა ხნის წინ კი ბრიტნის ავტობიოგრაფიული წიგნი “ქალი ჩემში” გამოიცა.
“ბრიტნის ჩვენებებმა სასამართლოზე მსოფლიო შეძრა, კანონები შეცვალა, მისი შთამაგონებელი სიძლიერე და შეუპოვრობა გამოაჩინა”, — ამბობს Gallery Books-ის წარმომადგენელი, — “ეჭვი არ მეპარება, რომ მის ავტობიოგრაფიულ წიგნსაც მსგავსი ეფექტი ექნება. ვამაყობთ, რომ ბრიტნის საკუთარი ისტორიის მოყოლაში ვეხმარებით”.
როგორც მემუარების შესახებ ვკითხულობთ, ეს არის მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც ეძღვნება მუსიკისა და სიყვარულის ძალას, ასევე ქალების მიერ საკუთარი ისტორიის თხრობის მნიშვნელობას.
ბრიტნი სპირსი წიგნში აღნიშნავს, რომ მამის მეურვეობის ქვეშ ყოფნამ მისი პიროვნება მთლიანად გაანადგურა.
„ჩვეულებრივი რობოტი გავხდი… საკუთარ თავზე წარმოდგენა სრულად დავკარგე… ვაკეთებდი იმას, რასაც მეუბნებოდნენ.. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მუსიკა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო – მათ ეს ძალაც წამართვეს”,- წერს სპირსი.
წიგნში მომღერალი იხსენებს 2007 წელს მომხდარ შემთხვევას, როდესაც მან თავის გადაპარსვის გადაწყვეტილება მიიღო.
„მაშინ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მედგა.. ადამიანები მუდმივად მაკრიტიკებდნენ – განიხილავდნენ ჩემს გარეგნობას, სხეულს, წონას.. ამან იმდენად დამღალა, რომ გადავწყვიტე მათთვის სამაგიერო გადამეხადა და რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო.. ამიტომ გადავიპარსე თმა”,- აღნიშნა არტისტმა.
ბრიტნი სპირსის ოჯახის ისტორია ბებიის (მამის დედის), ემა ჯინ ფორბსის გარდაცვალების ისტორიით იწყება. ოფიციალური ვერსიით, ქალმა ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი შვილის საფლავზე თოფით თავი მოიკლა. ამ დროს ბრიტნის მამა, ჯეიმი სპირსი, 13 წლის იყო, მისი უმცროსი ძმები და დები – სამი, ხუთი და რვა წლის.
მოგვიანებით, სასამართლოზე გაირკვა, რომ ბრიტნის ბებიამ მანამდეც სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, თუმცა რა როლს ასრულებდა ცოლის მძიმე მდგომარეობაში მკაცრი მეუღლე, კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. კაცი ყოფილი სამხედრო იყო და საჰაერო ძალებში მსახურობდა, გამოირჩეოდა მკაცრი ხასიათით. პოლიციიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც მისი მორიგეობის დროს უდანაშაულო მამაკაცს ესროლეს და მოკლეს. ცოლის თვითმკვლელობის შემდეგ მეზობლები საუბრობდნენ, რომ სწორედ ჯუნ სპირსს შეეძლო ცოლის მოკვლა.
ემა ჯუნის გარდაცვალებიდან რვა თვის შემდეგ, სპირსი ხელახლა დაქორწინდა ჯო ენ ბლექველზე. მათი ქორწინება დაახლოებით ოთხი წელი გაგრძელდა და განქორწინების შემდეგ ჯო ქმრის მკაცრ ხასიათზე ჩიოდა. სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მეუღლე სცემდა და სასტიკად ექცეოდა. ჯუნ სპირსმა მეორე ცოლი მისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა. მასთან განქორწინების შემდეგ ის ჩრდილოეთ კაროლინაში წავიდა და მესამედ დაქორწინდა – რუთ ოტზე, დედის გერზე…
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/gia-suramelashvili_w_h-300x169.jpeg)