ჩვეულებრივად იღებს ხელფასს, ბანკში მარტო ვიზა ბარათებია? – გომეალური „ხარებაზე“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყების სანქცირებული თანამშრომლები, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მილერი ლაგაზაური ხელფასს „ჩვეულებრივად იღებენ“.
ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს. ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს“, – განაცხადა გომელაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხელზე იღებენ თუ არა ხელფას -ის სანქცირებული თანამშრომლები, გომელაური პასუხობს:
„ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს [რომელი ბანკი ემსახურება]? მე არ ვარ ვალდებული ყველა თანამშრომელზე ვიცოდე რომელ ბანკში იღებენ. ეგ არის ინდივიდუალური, თუ მინდა ავიღებ ერთ ბანკში, თუ მინდა მეორეში, თუ მინდა მესამეში. არ ვიცი რომელ ბანკში იღებენ“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან კითხვაზე, ელოდება თუ არა თავად, რომ სანქცირებულთა სიაში იქნება, გომელაური პასუხობს, რომ „პრობლემა არ აქვს.
„მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ, ჩემი სამშობლოს გულისთვის ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის. ვფიქრობ შეცდომაა ეს [სანქციები], გაირკვევა და მოიხსნება ეს ყველაფერი, რაც განაცხადა [-ის სახელმწიფო] დეპარტამენტმა“, – განაცხადა გომელაურმა.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.
სანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ზვიად ხარაზიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში აქვს ჩაბარებული, მას საბანკო ანგარიში „ ბანკში“ აქვს. სწორედ „თიბისი ბანკში“ ერიცხება მას ხელფასი.
თუმცა, როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, თითქმის გამორიცხულია, რომ „თიბისი ბანკი“ სანქცირებულ პირებს მოემსახუროს და დიდი ალბათობით, მათ ანგარიშებს დახურავდა. ვინაიდან, წინაააღმდეგ შემთხვევაში, თავად ბანკს შეექმნება პრობლემები, რადგან ის ლონდონის ბირჟაზეა,, რაც იმას ნიშნავს, რომ „თიბისის“ აქციებს ფლობს სხვადასხვა იურისდიქციის წარმომადგენელი ინვესტორები და მათ შორის, ამერიკელებიც.
ამასთან, ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით რეგულაცია 2023 წლის შემოდგომაზე შეცვალა – როცა აშშ-მა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი საქართველოში. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
მას შემდეგ კი, რაც 16 სექტემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესა, გაჩნდა კითხვა, ბანკები დაემორჩილებიან სანქციების საერთაშორისო რეჟიმს თუ ეროვნული ბანკის მითითებას, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.
საბანკო ასოციაციის განცხადებით, საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს.

ასევე დაგაინტერესებთ