„ჩვენ ჰიდრორესურსების 22%-ს ვიყენებთ, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 80%-ზე ნაკლები იშვიათადაა“ – გიგა თვაური

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის 76% ჰიდროენერგიაზე – ჰესებზე მოდის. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა გიგა თვაურმა ისაუბრა. მისი თქმით, გენერირებული ელექტროენერგიის 23% იყო თბოსადგურების წილი და 1% დანარჩენ განახლებად ენერგიაზე მოდიოდა.
„ჩვენ ჩვენი რესურსის ძალიან მცირე ნაწილს ვიყენებთ, შეგვიძლია თქვათ, რომ რეგიონში ტერიტორიის პროპორციულად შედარებით ევროპაშიც კი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე რთულდება საქართველოში ინვესტორის მოყვანა, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე ჰიდროელექტრო პროექტი გვაქვს გაანალიზებული, თუ რა სიგნალი აქვს ინვესტორებს გაგზავნილი, ეკონომიკის სამინისტრო ერთის მხრივ ცდილობს, რომ CFD აუქციონებით გაზარდოს გენერაცია.
სემეკმა ასევე გამოაცხადა, რომ ივლისიდან ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა და 2025 წლიდან ის სრული სიმძლავრით ჩაეშვება, ვთვლი რომ ეს სექტორისთვის ძალიან კარგი იქნება.
მსხვილი ჰესების მიმართ შესაცვლელია პოლიტიკა და ის დასავლელი პარტნიორებისგან არის ასაღები.
ჩვენ ჰიდრო რესურსების 22%-ს ვიყენებთ, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნები იმდენად განვითარებულები არიან ამ კუთხით, რომ ძალიან იშვიათია, რომ 80%-ზე ნაკლები ჰქონდეთ,“ – აღნიშნა გიგა თვაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა