ჩვენ ჩავერევით – ტრამპი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

-ს პრეზიდენტი ი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს – ამბობს, რომ საპორტესტო აქციებში ჩართული დემონსტრანტების დახოცვის შემთხვევაში, აუცილებლად “ჩაერევა”.
მისი თქმით, ირანი მძიმე მდგომარეობაშია.
“ირანი სერიოზულ გასაჭირშია. როგორც ჩანს, ხალხი გარკვეულ ქალაქებს იკავებს, რაც, სულ რამდენიმე კვირის წინ, შესაძლებელი არავის ეგონა. ჩვენ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით.
მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერთვებით. მათ ძალიან მტკივნეულად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, მაგრამ ნიშნავს ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმებს იქ, სადაც ეტკინებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს.
ასეთი შემთხვევები უკვე ყოფილა, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ მთლიანად უკან დაიხია, მაგრამ… რაც ახლა ირანში ხდება, მართლაც საკმაოდ დაუჯერებელია. ამის ყურება გამაოგნებელია. მათ ცუდად იმუშავეს, საკუთარ ხალხს ძალიან ცუდად ექცეოდნენ და ახლა ამის საფასურს იხდიან. ვნახოთ, რა მოხდება – ჩვენ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 62 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 48 დემონსტრანტი და უსაფრთხოების ძალების 14 თანამშრომელი.
ცნობისთვის, ირანის სულიერი ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ფონზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს მოუწოდა, აშშ-ში არსებულ პრობლემებზე ფოკუსირდეს.
ხამენეის მიმართვა ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ „ირანში აქციების მონაწილეები საკუთარ ქალაქებში დემონსტრაციებს სხვა ქვეყნის ლიდერის გასახარად მართავენ“.
ირანის სულიერმა ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს ამპარტავანი უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპს „ხელები ირანელთა სისხლში აქვს გასვრილი“. ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს „დაამხობენ“.
ცნობისთვის, ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში 12 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ გააკეთა. ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. გავრცელებული ცნობებით, საპროტესტო აქციებისას დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი.