ჩვენ ჩავატარებთ ბირთვული იარაღის გამოცდებს, რადგან სხვა ქვეყნები ატარებენ – ტრამპი

ჩვენ ჩავატარებთ ბირთვული იარაღის გამოცდებს, რადგან სხვა ქვეყნები ატარებენ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთისა და ს პრეზიდენტებთან გეგმავს შეხვედრას.
„ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. მე ვარ ის, ვინც ისინი განაახლა და ახლები შექმნა. ამის გაკეთება მძულდა, მაგრამ არჩევანი არ მქონდა. ჩვენ გვაქვს უფრო მეტი, მეორე ადგილზეა და ჩინეთი – შორს, მესამეზე, მაგრამ ოთხ ან ხუთ წელიწადში ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან. რაც მე მინდა გავაკეთო, არის ის, რომ წავიდე ბირთვული განიარაღების გზაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვექნება შეხვედრა, სამი ლიდერის შეხვედრა ბირთვული იარაღის შესამცირებლად. ეს შესანიშნავი რამ იქნება“, – განაცხადა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.
1tv.ge