თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ბრალდებულები. ისინი ჰყვებიან, რომ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ. გამოდის, რაკი, მხოლოდ ბოდიშია მათი გათავისუფლების საფასური, ისინი “ქართული ოცნებისთვის” არც დამნაშავეები არიან და არც საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნევენ რეალურად. წესით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან.
„ვეთანხმები ჩემს მეგობრებს – ჩვენ შესაწყალებელი არაფერი გვჭირს. უდანაშაულოები ვართ აქ და არც ბოდიშის მოხდას ვაპირებთ. ბოდიში აქეთ აქვს მოსახდელი კობახიძეს, პროკურატურას და ყველას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში“. – გიორგი ტერიშვილი.