ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, გუნდი არის გამოცდილი, გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი და მაქსიმალურად ვიზრუნებთ მომავალშიც, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს

ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, გუნდი არის გამოცდილი, გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი და მაქსიმალურად ვიზრუნებთ მომავალშიც, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
12 წელია, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში შეადგინა 9,8%, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
„გამოწვევები ნამდვილად ძალიან მსგავსი გვაქვს ჩვენ და აზერბაიჯანს. მე ვუსმენდი ყურადღებით პრეზიდენტ ალიევის გამოსვლას COP-ზე. ის საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც არის აზერბაიჯანი და პრაქტიკულად, იდენტურია, ძალიან მსგავსია გამოწვევები, რომლის წინაშეც ვართ ჩვენ, საქართველო. თუმცა გამოცდილება დაუგროვდა ჩვენს გუნდს მთელი ამ წლების განმავლობაში.
უკვე 12 წელია, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში შეადგინა 9,8%, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ეს არის რა თქმა უნდა, იმის დამსახურება, რომ გუნდი არის გამოცდილი, გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი და მაქსიმალურად ვიზრუნებთ მომავალშიც იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში