ჩვენ შევძელით ის, რომ ეროვნული ფასეულობების დაცვით და ღირსებაზე დაფუძნებით მიგვეღო დამსახურებული სტატუსი – ანრი ოხანაშვილი

კანდიდატის სტატუსის მოპოვება სახელმწიფოებრივი მიზანია – აცხადებენ თბილისში. პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა ბრიუსელისგან დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. პარტიები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები კონსესუსის მიღწევას შეძლებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და გახდება ევროკავშირის წევრი.
“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია პირდაპირ ხელს გვიშლის და საბოტაჟს უწევს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთელ სახელმწიფოს, საქართველოს მაინც აქვს წარმატებული შედეგები და ასე გავაგრძელებთ მომავალში. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. საქართველოს მთავრობამ ყველას დაანახა, რომ არის ძალიან სწრაფი და შედეგიანი რეფორმების გამტარებელი. ის, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, იქნება მნიშვნელოვანი ინვესტიცია მომავალი მშვიდობიანი საქართველოს განვითარებისთვის,” – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად სახელისუფლებო გუნდმა დიდი შრომა გაწია, რათა კონკრეტული ღონისძიებები გატარებულიყო და საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულიყო.
“სახელისუფლებო გუნდმა გაწია დიდი შრომა იმისთვის, რომ კონკრეტული ღონისძიებები გატარებულიყო და საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულიყო და ამით, დამსახურებაზე დაფუძნებით მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის დამსახურებაზე დაფუძნებით მომხდარიყო კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა იმსახურებდა აქამდეც.
ჩვენ შევძელით ის, რომ დაგვეცვა ჩვენი საზოგადოების არჩევანი და გატარებულიყო მშვიდობიანი და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში, და ეროვნული ფასეულობების დაცვით და ღირსებაზე დაფუძნებით მიგვეღო დამსახურებული სტატუსი. არავითარი სივრცე აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე აქტმა თუ პოზიციამ გავლენა მოახდინოს ამ დადებით რეკომენდაციაზე,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში