უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს ომი, მაგრამ ამისთვის მას მოუწევს დონბასი და ყირიმი ოკუპანტებს გადასცეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“დიახ, ჩვენ შეგვიძლია შეწყვიტოთ ომი, თუ დონბასს და ყირიმს მივცემთ რუსეთს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ასეთი “სამშვიდობო გეგმისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს დონალდ ტრამპს და მოისმინოს მისი სამშვიდობო გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით – თუ მას კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია გამიზიაროს – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი დაეხმარება უკრაინას.
