ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე

ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე – ხედავს თუ არა საქართველოს მომავალს სრულად ინტეგრირებულს დასავლური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემაში, თუნდაც ეს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას ნიშნავდეს, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირები აბსოლუტურად ნათელია.
„რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებების, მიდგომების და ჩვენს ირგვლივ შექმნილი საერთო კონტექსტის გამო. თუმცა, ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაზე მისი ყველა გვერდითი ეფექტი უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, ს ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან არმიერთების გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა დახურულ კარს მიღმა და ხანდახან საჯაროდაც გვთხოვდნენ ამას დასავლეთიდან.
ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა: ს ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა. პირველივე წელს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, ხოლო პესიმისტური სცენარით რეცესია მინუს 18 პროცენტიც შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, გადაწყვეტილებები ყოველთვის დაბალანსებული უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით