ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოსაც და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – კაია კალასი

ევროპული საბჭო წელს ბოლოჯერ შეიკრიბება და მათ წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ელით. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოსთან მიმართებაში მხარდამჭერ პოზიციებს აფიქსირებს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, ესტონეთი საქართველოს ყოველთვის უჭერდა მხარს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
“ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოსაც და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ბევრი რეფორმაა გასაკეთებელი და ქვეყანამ ასევე უნდა გამოიჩინოს ნება. ეს პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამის გაგრძელება. ვიღაცამ ძალიან მართებულად თქვა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა გაფართოებაზე, არამედ გაერთიანებაზე, რადგან გეოგრაფიულად ეს არის ევროპა, მაგრამ ჩვენც ყველა ერთ სისტემაში უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასარგებლოა”, – განაცხადა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი