ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.
„ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რასაც სტრატეგიულ მოთმინებას ვუწოდებთ და რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ადვილი არ არის. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ს ფედერაცია აწარმოებს ში მიმდინარე ომს.
საქართველოსთვის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. ამიტომ ჩვენ ვატარებთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, პრაგმატულ პოლიტიკას. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი ზოგიერთ აუდიტორიას ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, ჩვენ კი პროქართულები ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა, მაგრამ მათ სხვა ინტერესი აქვთ, ჩვენს ოპონენტებს ქვეყნის შიგნით და მათ ლობისტებს საზღვარგარეთ. მათ სხვა ინტერესი აქვთ – ჩვენს ირგვლივ შექმნან რაღაც ახალი კონფლიქტები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!

2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა