ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ჟურნალისტებთან გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა
„ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ. დღეს ძალიან კომუნიკაბელური საუბარი იყო, ემოციებიც არის. მინისტრმა გააჟღერა ის გადაწყვეტილებები, რომელიც ტელევიზიითაც გააჟღერა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ის უთხრა, რა გადაწყვეტილებაც გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა, სამეთვალყურეო, ფაკულტეტების და ინსტიტუტ-სამეცნიერო საბჭოებმა გააჟღერეს. იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გაგრძელდება დიალოგი. ბატონი გივისადმი და პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენი თხოვნაა, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, სად მივალთ და რას მოგვიტანს. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილება. [როდის შეიქმნება] ამას მინისტრი უახლოეს დღეებში მოგვახსენებს.
ჩვენ ჩვენი წინადადებები კონსტრუქციულად წავუყენეთ, ვთხოვეთ, ვუთხარით სად რა პრობლემებია, მათ ეს გაითვალისწინეს. ბატონი მინისტრი ალბათ თავის კომენტარს გააკეთებს და შემდგომში უკვე ისაუბრებს, გაიაზრებენ და შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება.
კომისიაში არ იყო ინჟინერი, რამაც ბევრი პრობლემა გამოიწვია, რაზეც მინისტრი დაგვეთანხმა. საინჟინრო დარგი სულ სხვა დარგია, ამიტომ ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, ამისთვის განვიხილეთ ცნობილი პრაქტიკოსები. მინისტრი ამას განიხილავს და გვექნება უკვე საუბარი“, – განაცხადა გურგენიძემ.




