,,ჩვენ ღირსები ვართ დავიტანჯოთ დიფსთეითის ჯოჯოხეთში” –

,,ჩვენ ღირსები ვართ დავიტანჯოთ დიფსთეითის ჯოჯოხეთში” –
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:
,,ვინც თვლის, რომ აქციებზე დაკავებული ხალხი სამართლიანად გაუშვეს ციხეში, ზუსტად ასეთ სამართალს ვუსურვებ მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველგან და ყველაფერში.
ვინც თვლის, რომ საქართველოს მომავალი არ არის ევროპაში, რომ ევროპა გვრყვნის და არა, მთელი გულით ვუსურვებ, მთელი ცხოვრება ასე “შეურყვნელად” გაეტარებინოს რუსეთში და მხოლოდ რუსი ტურისტების ყურებაში.
ვინც თვლის, რომ ევროპა და ამერიკა დიფსთეითის გავლენის ქვეშაა და ამის ეშინია, ვუსურვებ, რომ არასოდეს გამოეცადოს ეს შიში და მშვიდად ეცხოვროს ქართული და რუსული ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, მეცნიერების და განათლების ფუფუნებაში.
ჩვენ კი, დანარჩენებს, ნუ გვიფრთხილდებით, ღირსები ვართ დავიტანჯოთ დიფსთეითის ჯოჯოხეთში – გარყვნილები, ევროპული სასამართლოს მიერ დაჩაგრულები, დასავლური განათლების, ჯანდაცვის და მეცნიერების იმედად. ჯანდაბას ჩვენი თავი.“

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…