,,ჩვენ, ღარიბები, მიცუბიში კოლტებით, ოპელ ასტრებით მიწისქვეშაში ვაჭრობით, მაინც მოტყუებულები ვიქნებით მუდამ” – სანდრო ცხადაძე

სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,17.11.2025 დილა
ჩემი პატიმარი ძმის ნაყიდი, მამაჩემისთვის ნაჩუქარი და მამის სიკვდილის მერე და ჩემი ძმის გამოსვლამდე, ჩემთვის გადმობარებული მიცუბიში კოლტი,
რომელსაც ბენზინის რაოდენობის მაჩვენებელი ე.წ. “პაპლაოკი” და პირველი ბაბინის დენის შტეკერი აქვს დაზიანებული,
შესაბამისად ვერ ვხედავ რამდენი ბენზინი ასხია და გაცილებით დიდი წვა აქვს,
მიქრება ტიციან ტაბიძის ასახვევში, ვაკეში.
გავრბივარ “ქონექთისკენ” 3 ლიტრიანი ბოთლით, ვავსებ რეგულარით და უკანა გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში, გარემოვაჭრე ქალბატონი მაჩერებს.
განათებული სახით მეკითხება: “შენ ხო ონისეს ძმა ხარ? თქვენით მიდგას სული.(მართლა ეს სიტყვები მითხრა).
მეთქი კი. თუ არ გეჩქარება ონისესთვის სვიტრს და წინდებს გაგატანო. ვიცი ყველაფერი ექნება მარა ჩემგან ჰქონდესო.
მეთქი მანქანა მიყენია შუა გზაზე, მეჩქარება მარა როგორ წავალ. “მთელს თქვენს ოჯახს ვიცნობ. ძალიან მიყვარხარხართ ყველა.”
ვიღებ სვიტრს, წინდებს და ვემშვიდობები შურა ბებოს.
მანქანას მივდივარ და ტემუდან გამოწერილი ძაბრით ვასხამ ბენზინს. ცოტა მეღვრება, რა თქმა უნდა.
ვქოქავ მანქანას და აკუმულატორიც დამჯდარია
დააააააა, ამ დროს, ლუკა ძაძამია ჩამივლის გვერდს და კაფეში შედის. ორჯერ გამომხედა თვალებში და ორჯერვე გაიხედა. ალბათ ეგონა რამეს დავუწყებდი.
დახელფასებული და მოტყუებული მე აგერ ციცქნა კოლტის დაქოქვას ვჩალიჩობ, ეს მართალი კაცი კიდე პორშეს დააგრიალებს.
მანქანა იქვე მყოფმა შმაგი ბიძამ დამაქოქინა ჩემი პერემიჩკებით და თავისი ოპელ ასტრათი. თან გადამყვა. ყურადღება მომაქცია.
მარა ჩვენ, ღარიბები, მიცუბიში კოლტებით, ოპელ ასტრებით მიწისქვეშაში ვაჭრობით, მაინც მოტყუებულები ვიქნებით მუდამ და მართულნი.
ჩვენ ხო ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს!”