ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას
სრული დატვირთვა რასაც ჰქვია, როცა შენ მთლიანად უძღვნი თავს სწავლებას, კვლევას, სახელმძღვანელოების მომზადებას, სასწავლო პროგრამების განვითარებას – ასეთი რამ თითქმის არ ხდება ჩვენს უნივერსიტეტებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს უნდა ვაქციოთ წესად, ესაა ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც არის ჩადებული ჩვენს კონცეფციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას.
„სტიმული უნდა შეიქმნას, დღეს ეს სტიმული არ არსებობს. როცა ხელფასი არის 2 000 – 2 500 ლარი, რა თქმა უნდა, მოტივაციას ვერ შეუქმნი ადამიანს. ადამიანები მუშაობენ კერძო სექტორში და როცა აქვს იქ ხელფასი 10 000 ლარი, აქ ვერ წამოიყვან 2 000 ლარად, ადამიანური მომენტია, შემოსავალზეა დამოკიდებული ყველა. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული ასეთი ადამიანებისთვის, პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის. თუ ხელფასი იქნება მაღალი, თუ ინფრასტრუქტურა იქნება შესაბამისი, პროფესორს უნდა უხაროდეს უნივერსიტეტში მისვლა. დღეს, არც ინფრასტრუქტურა ვარგა, კაბინეტები არ აქვთ. დღეს, თსუ-ში, მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მე ვასწავლიდი მთელი ამ წლების განმავლობაში, კაბინეტი არ აქვს პროფესორს, ერთი-ორი კაბინეტი შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტულ ადამიანებს. ზოგადად, კაბინეტები არ არსებობს, ელემენტარულ პირობებზეა საუბარი და ხელფასი არის ძალიან დაბალი. როგორც კი შენ ინფრასტრუქტურას განავითარებ, როგორც კი სათანადო ხელფასს მისცემ პროფესორ-მასწავლებლებს, მაშინვე სხვადასხვა სექტორიდანაც კი წამოვლენ უკვე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები იმისათვის, რომ ასწავლონ უნივერსიტეტებში ყველა მიმართულებით,”- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დეფიციტური სპეციალობების მიმართულებით შესაძლებელია უცხოელი პროფესორების მოწვევაც.
“მაინც დარჩება დეფიციტური სპეციალობები და მიმართულებები, სადაც შეიძლება ქართველი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები ვერ მოვიძიოთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ უცხოელი პროფესორებით. ასეთი პრაქტიკაც არსებობს, რომ პენსიაზე გასული პროფესორები, მაგალითად გერმანიაში 65 წლის ასაკში გადიან პენსიაზე პროფესორები და მათ აქვთ რესურსი, რომ კიდევ 5-10 წელი ასწავლონ თავისუფლად, ასეთი პროფესორების მოზიდვა შეგვიძლია ჩვენ. გარდა იმისა, რომ ისინი შეავსებენ ამ ვაკუუმს, ისინი ასევე უზრუნველყოფენ ქართველი პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებასაც, მათთვის კვალიფიკაციის ამაღლებას. ეს სისტემა უნდა შეიქმნას და ეს არის კონცეფციის ერთ-ერთი მიმართულება,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ