ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონკურენცია არ გადავიდეს კონფლიქტში – ჯო ბაიდენმა სი ძინპინს მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სან-ფრანცისკოში ჩავიდნენ, სადაც ორმხრივ შეხვედრას მართავენ, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება.
-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისთვის სი ძინპინის მასპინძლობა დიდი პატივია.
„ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენი შეხვედრები ყოველთვის იყო გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო. ვფიქრობ, მთავარია, მე და შენ ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონკურენცია არ გადავიდეს კონფლიქტში“, -განაცხადა ბაიდენმა.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა კი აღნიშნა, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა „ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა მსოფლიოში“.
„ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა მსოფლიოში, ის უნდა განვითარდეს ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ჩვენს ხალხს და შეასრულოს ჩვენი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინსვლაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა მშვიდი, მაგრამ დაპირისპირებას ორივე მხარისთვის აუტანელი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია აშშ-ში.