„ჩვენ უნდა ვიყოთ საიმედო დერეფანი და ეკონომიკური პარტნიორი აშშ-სთვის, ევროპისთვის, ჩინეთისთვის, ყაზახი, უზბეკი, აზერბაიჯანელი თუ თურქი მეგობრებისთვის“

“ჩვენ უნდა ვიყოთ საიმედო დერეფანი და ეკონომიკური პარტნიორი -სთვის, ევროპისთვის, ჩინეთისთვის, ყაზახი, უზბეკი, აზერბაიჯანელი თუ თურქი მეგობრებისთვის. ქვეყანაში შეიძლება პოლიტიკური პოლემიკა მუდმივად იყოს, მაგრამ ეკონომიკური პროცესები შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან სულაბერიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია “შუა დერეფნის” პროექტი და ამისთვის ქვეყანამ რკინიგზის მოდერნიზება უკვე უნდა დაიწყოს.
“პროექტი “შუა დერეფანი” არ გულისხმობს აუცილებლად საქართველოს. მნიშვნელოვანია როგორც საქართველო, ისე თურქეთი. აქ შემოდის ჩინური კომპონენტიც. ჩინური ბიზნესი და სამთავრობო სტრუქტურები ალბათ სწავლობენ მოსალოდნელ ცვლილებებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური მხარე მზად არის მოდერნიზაცია გაუკეთოს თურქულ რკინიგზას. თურქეთს დღეს საკმაოდ მწირი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აქვს და ამ მხრივ გარკვეული უპირატესობა ჩვენ გვაქვს, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა თურქული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ტვირთის გამტარი იქნება. მათ უნდათ დააკავშირონ სამსუნის და ტრაბზონის ნავსადგური ერთმანეთს და ა.შ.
ჩვენ პერსპექტიული და იმედის მომცემი ფეხბურთელივით ვართ დღეს, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ასე ვართ და ეს პროცესი, რომ ასე არ გაგრძელდეს დერეფანს საკუთარი სტრატეგია უნდა შევთავაზოთ. ძალიან კარგია, რომ ანაკლიის პორტი შენდება, მაგრამ ეს არის შორი პერსპექტივა და ამიტომ, აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ს ნავსადგურმაც დაიწყოს განვითარება. ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ რკინიგზის მოდერნიზება”, – აცხადებს ლევან სურგულაძე.
bp.ge