ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლები ყურადღება დავუთმოთ ოპონენტების განცხადებებს

ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას თუ რატომ ავრცელებენ ოპონენტები დეზინფორმაციას და სპეკულირებენ სტიქიასთან ბრძოლის პარალელურად.
„ეს მათი ხასიათია უბრალოდ, დაკვეთაა როგორც ჩანს. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ მათ განცხადებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)