ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე

ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე
გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს NGO-ების მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა.
„ჩვენ შარშან მივიღეთ ამერიკული „ფარას“ რბილი ვერსია. ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით და ყველაფრის ფონზე, მათ შორის, იმ მოვლენების, რაც განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მივიღეთ ამერიკული „ფარას“ კოპირების გადაწყვეტილება. ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები ფარას შერბილების თაობაზე.
აქ მეორე, რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის.
ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს.
რაც შეეხება ჩვენს რეალობას, თქვენ ხედავთ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს NGO-ების მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე