ჩვენ უნგრეთთან გვაკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები და კომისიის სხდომაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე

ჩვენ უნგრეთთან გვაკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები და კომისიის სხდომაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე
საქართველოს და უნგრეთს ერთმანეთთან აკავშირებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა, უნგრეთი არის საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა.
მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და, რა თქმა უნდა, კომისიის სხდომა, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, ემსახურება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის სხვა სფეროებზე. მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობების განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი