ჩვენ უკვე მოვამზადეთ უკრაინის ხედვა ომის დასრულების ფუნდამენტური დოკუმენტის 20 ძირითად პუნქტთან დაკავშირებით – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ამერიკულ დელეგაციასთან – სკოტ ბესენტთან, ჯარედ კუშნერთან და ლარი ფინკთან – საუბარი გამართეს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა და დასძინა, რომ საუბარი „პროდუქტიული“ იყო.
მისი თქმით, ეს იყო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც უკრაინის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღდგენის დოკუმენტზე იმუშავებს.
„ჩვენ განვიხილეთ აღდგენის ძირითადი ასპექტები, რეკონსტრუქციის სხვადასხვა მექანიზმი და ხედვები. არსებობს მრავალი განვითარება, რომელმაც სწორი მიდგომით შეიძლება იმუშაოს უკრაინაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინულმა მხარემ მოამზადა საკუთარი შეხედულება ომის დასრულების დოკუმენტის 20 ძირითად პუნქტთან დაკავშირებით.




