“ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ!” – კობახიძე რუსეთის დაწყებულ ომზე

ირაკლი , რომელიც უნგრეთშია, სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც არაერთხელ ახსენებს Deep State-ს და ამბობს, რომ იმედი აქვს, ტრამპი მის გავლენებს შეასუსტებს. იგი წერს, რომ Deep State “ცდილობს, მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს.”
იგი საუბრობს ომზეც, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო და ამბობს:
“ვისაუბრე ში მიმდინარე ომზე და განვაცხადე, რომ საქართველოს კარგად ესმის ომის ფასი და, შესაბამისად, იცის მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას როგორც გარედან, ისე შიგნიდან, იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ხაზი გავუსვი იმასაც, რომ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ! მშვიდობის გზა – ომის ნაცვლად; სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება.”