,, ჩვენ საქმე გვაქვს დამნაშავეებთან, რომლებიც გემის ვირთხებზე უარეს მდგომარეობაში არიან“ – მაია ნადირაძე

ყოფილი პოლიტოკოსი, მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ბევრი ვიფიქრე, როგორც ერთ დროს პოლიტიკოსმა და ფსიქოლოგმა, რომ რამენაირი ახსნა მომეძებნა ამ შლეგიანების საქციელისთვის.
– არ შეიძლება, რომ ერთი შიზოიდის შიშით ისეთ დანაშაულზე, როგორც სამშობლოს ღალატია, ასე წახვიდე.
– კოლექტიური ღალატი ვის უკვირს, მაგრამ ასე ზომბებივით იდენტური ქცევა-ჰაბიტუსით, როგორც ქოცვირთხები იქცევიან, არ ხდება.
– არ შეიძლება, რომ გაუჩერებლად ტყუილს ამბობდე – მითუმეტეს, მუდმივად ატყუებდე საკუთარ თავს. იმიტომ რომ ასეთ დროს ქვეცნობიერი “გებრძვის” და სიმართლეს გტენის შენდაუნებურად. ეს ჭიდილი ძალიან აზიანებს ნერვულ სისტემას და შეურაცხადობამდე მიჰყავს ადამიანი
– გასაგებია, რომ – კალაძე- პაპუაშვილები ამ გზას ადგანან, მაგრამ რას შვება ამ დროს გადარჩენის ინსტიქტი?! ეს სადღა განულდა?! არც ისეთი ინფუზორიები არიან, როგორც მათი მიმდევრები – ჯღარკავა- სამხარაძე – ვიღაცეები, რომ არ ესმოდეთ – ვერც ფული და ვერც ბორია ვერ გადაარჩნენ!
ასეთი შეურაცხადი და გავეშებული ადამიანი ხდება, როცა სიკვდილს უყურებს თვალებში. მაგრამ ასე კოლექტიურად და ერთდონეზე რამ გადარიათ?!დასახვრეტად ჩამწკრივებულ ხალხშიც კი ყველა სხვადასხვანაირად ირჯება. ესენი ასე ერთ თარგზე მოჭრილები რატომ არიან?
ვფიქრობ, იმ ტერორისტების ( фсб#) მძევლები არიან, მოსვლის დღიდან რომ ელოლიავებიან, ჩვენ არაფერი დაგვიშავოთო. მძევლები არიან არა იმდენად თვითონ, არამედ მათი ახლობლები ( შვილები, მშობლები). სწორედ ეს არის ეს ის კონდიცია, როცა ყველაფერზე წამსვლელი ხარ…
ხოდა,
ჩვენ საქმე გვაქვს დამნაშავეებთან, რომლებმაც ისეთი იკადრეს, ( მათ შორის ტერორისტებთან ფულიანი გარიგებები) რომ გემის ვირთხებზე უარეს მდგომარეობაში არიან. გემი იძირება და ვირთხები ვერ გარბიან!
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნეტავ, მაგათ უფრო უნდათ ხუილოს გადაშენება, თუ მე?!
P.S.მაინც ცოტა დავწერე მათი ფსიქიკის ფიზიოლოგიურ მხარეებზე.
მოკლედ კი – გაწყალებულ ჰემისფეროებიან ზომბებთან გვაქვს საქმე.
ზომბებთან კონტაქტი კი უფრო საფრთხილოა მათი მომხრეებისთვის.
ჩვენ ანტისხეულები გვაქვს.
P.P.S. დარეკვა თქვენზეა! ოღონდ გაითვალისწინეთ, “ცუდი ფეხი” მაქვს, მერე არ იწუწუნოთ- დამთარსა და “კდეზე გადავიჩეხეო”.”

ასევე დაგაინტერესებთ