ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა. მოვემზადოთ უარესისთვის და გავაძლიეროთ თავდაცვა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ჰქონდათ “კარგი და გულწრფელი დისკუსია”.
მისი თქმით, განიხილეს რა არის საჭირო, რომ ძლიერ მდგომარეობაში იყოს. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება “უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები”, რომელიც მის ეკონომიკურ და სამხედრო პოზიციებს მხარს დაუჭერს.
ამასთან, ის ამბობს, რომ „სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა“ . ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს შესაბამის გეგმას 6 მარტს წარუდგენს.
„ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ინვესტიციების გაგრძელება. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ გვჭირდება – იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ უფრო უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა“, – დასძენს ის.
კითხვაზე, მისი გზავნილის შესახებ -სთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა:
”ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა – არ შეგიძლია შეიჭრა… დააშინოთ მეზობელი ან საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით”.
ლონდონში უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობდა, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უმასპინძლა. დასავლური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დასრულდა და ლიდერები ტოვებენ ლანკასტერის სასახლეს, მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის პრესკონფერენცია იგეგმება.